23 მაისის 00:00 საათიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„სამწუხაროდ, დღეს დაზუსტებით ვერავინ ამბობს პოსტ-კოვიდური მსოფლიო როგორი იქნება, რაც უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეების წინაშე. ყველას კარგად გვესმის, რომ ვალდებულება ნელ-ნელა, ფრთხილად, ეფექტიანად და გააზრებულად დავუბრუნდეთ ჩვენს ნორმალურ ცხოვრებას, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ასევე სოციალური მიმართულებით არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და აღარ გაგრძელდეს კომენდანტის საათი”,_ განაცხადა გახარიამ.