ობმუდსმენის, 21 დეკემბრის გადაწვეტილებით, სახალხო დამცველის აპარატის კუთვნილი ავომანქანა „მერსედეს-ბენცი“, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაეცა, რომელსაც აუქციონის წესით, მომსახურების სააგენტო გაყიდის, მიღებული თანხა კი ცენტრალურ ბიუჯეტში გადაირიცხება.
,,ვერ ვხედავთ სახალხო დამცველის აპარატისთვის, ,,მერსედეს-ბენცის“ (GLA) მონაცემების და მოდელის მქონე ავტომანქანის საჭიროებას, მითუმეტეს, როცა ყოველწლიურად იზრდება მისი შენახვის ხარჯები, რაც გაუმართლებლად აზარალებს აპარატის ბიუჯეტს. პროცედურების მიხედვით, მომსახურების სააგენტოს ავტომობილის აუქციონის წესით გაყიდის და მიღებულ თანხას ცენტრალურ ბიუჯეტს გადასცემს“, _ განაცხადა ნინო ლომჯარიამ
სახალხო დამცველის აპარატმა ,,მერსედეს-ბენცი“ 2016 წელს შეიძინა.