https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სახელმწიფო მზრუნველობიდან გასული სრულწლოვანების პრობლემები და მისი გადაჭრის გზები

14:05; 31.05.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“იმ ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციას, რომელთაც 18 წელი შეუსრულდათ მინდობით აღზრდის მომსახურებაში, არ ფლობს არც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, არც რომელიმე სხვა სტრუქტურა. აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს მცირე საოჯახო სახლებიდან გასული ახალგაზრდების სრული ბაზა, უცნობია გენერალური ერთობლიობა. ჩვენ ხელთ არსებული ბაზა მოიცავდა 150 ადამიანს, თუმცა, მათგან მხოლოდ 82 დათანხმდა კვლევაში მონაწილეობას, დარჩენილი 68 ახალგაზრდიდან გარკვეულმა ნაწილმა უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, ზოგიერთთან დაკავშირება კი ვერ მოხერხდა. შესაბამისად, აღნიშნული კვლევა ვერ იქნება რეპრეზენტატულობის მაღალი ხარისხის მქონე, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ამ თემაზე საქართველოში ჯერჯერობით კვლევა არ ჩატარებულა, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია გარკვეული ობიექტური ტენდენციების გამოვლენა, ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდამჭერი სისტემების ამოქმედებისათვის”, _ ეს არის ამონარიდი იმ კვლევიდან, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“ ჩაატარა და მისი შედეგები უკვე საჯარო გახადა.

ვიდრე კვლევის შედეგებზე დეტალურად მოგითხრობდეთ, მანამდე ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეს ნონა სადრაძეს შემდეგი კითხვით მივმართეთ: რატომ გახდა აქტუალური სოციალური მიმართულება ორგანზიაციითვის?

“1996 წელს როდესაც დაფუძნდა ორგანზიაცია და განისაზღვრა პრიორიტეტები ახალგაზრდები და მოზარდები ერთ-ერთი მთავარი საკვანძო საკითხი გახდა, მათ შორის სოციალური პრობლემების მქონე მოზარდები და მათი ოჯახები. “ლიდერთა სკოლაში“ და ჩვენს არაფორმალური განათლების პროგრმაში ჩართული მოზარდების საჭიროებების კვლევამ დაგვანახა, რომ ბევრი პრობლემა იყო სოციალური მიამრთულებით და დავიწყეთ მათი კვლევა და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა ამ მიმართულებით. დღემდე სოციალური პრობლემების მქონე ოჯახების შვილები, ჩვენთან გათავლისუფლებული არიან გადასახადებისგან. მათი საჭიროებებისთვის მზადდება პროგრამები, რომლიც ადგილობრივი თვითმმართველობას მიეწოდება.“ – გვითხრა ნონა სადრაძემ.

თავისი დაარსების დღიდან, ორგანიზაცია აქტიურად ცდილობს სოციალურად დაუცველი ბავშვების და მათი ოჯახების დაცვას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის სოციალური დაცვის პოლიტიკისა და პროგრამების გაუმჯობესებისთვის სამოქალაქო ჩართულობის კომპონენტი, რომლის მიზანია: სახელმწიფოს სოციალური პროგრამების ეფექტურობის ზრდა იმგვარად, რომ მათ უკეთ უპასუხონ მოწყვლადი მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებს. ამ კომპონენტის ფარგლებში, 2011 წლიდან, ორგანიზაციას აქვს ხანდაზმულთა სახლი. აღნიშნულმა მომსახურებამ ქვეყანაში შექმნა ხანდაზმულთა დიდი ზომის ინსტიტუციური დაწესებულების პირველი ალტერნატივა, რომელიც მომსახურებას უწევს 24 ხანდაზმულ პირს (მამაკაცი 65 წლის ზემოთ, ქალი 60 წლის ზემოთ). ბენეფიციარების ბიოლოგიურ ოჯახებს, არ სურთ იზრუნონ ოჯახის ხანდაზმულ წევრებზე ზრუნვა ან ისინი არიან მარტოხელები. მომსახურება ზრუნავს ხანდაზმულთა სრულფასოვანი და ღირსეული ცხოვრების/ღირსეული სიბერის უზრუნველყოფისთვის, რომლის პროცესშიც მაქსიმალურად ეწყობა ხელი მათთვის ოჯახური გარემოს შექმნას, საბაზისო საჭიროებების (კვება, ჰიგიენა, ტანისამოსი, სამედიცინო მომსახურება) დაკმაყოფილებას. ასევე, ინტერესების, შესაძლებლობების, გამოცდილებების რეალიზებას და თემში ინტეგრაციას. (აქ ჩასვი ფოტო) ამასთანავე, ორგანიზაციას წლების განმავლობაში ჰქონდა მცირე საოჯახო ტიპის სახლი მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის და სათემო მომსახურება ხანდაზმული პირებისთვის. მცირე საოჯახო სახლი ამოქმედდა 2008 წელს. მან ქვეყანაში შექმნა დიდი ზომის ინსტიტუციური დაწესებულების ერთ-ერთი პირველი ალტერნატიული სააღმზრდელო მომსახურება საქართველოში, რომელიც ზრუნავს 6-დან – 18 წლამდე ასაკის 8 აღსაზრდელზე. მომსახურების მიზანია ოჯახური გარემოთი უზრუნველყოს მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვები, რომელთა შენარჩუნება ბიოლოგიურ ოჯახებში ან ზრუნვის უპირატეს ფორმაში – მინდობით აღზრდაში გადაყვანა ვერ ხერხდება. სახლი აღსაზრდელებს უქმნიდა ოჯახურ გარემოს, სადაც ბავშვებს ექმნებოდათ აღზრდის, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, ასევე ხდებოდა სოციალური (საყოფაცხოვრებო, ფუნქციური) და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების დასწავლა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. თუმცა, 2018 წლის პირველ სექტემბერს სახლი დაიხურა, რადგან წლების განმავლობაში არ ხდებოდა სახლის კონტინგენტის შევსება, რის გამოც რთულდებოდა მომსახურების შენახვა და აღსაზრდელთა საჭიროებების სათანადოდ დაკმაყოფილება. ამასთანავე, ბოლო წლების ტენდენციით, სააღმზრდელო დაწესებულებაში ირიცხებოდა სხვადასხვა სირთულისა და გამოცდილების მქონე ბავშვები, რომელთა რეაბილიტაციაც ვერ ხერხდებოდა, ადგილობრივ დონეზე, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების (ქცევის თერაპევტი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი) არ არსებობის გამო. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, ქვეყანაში კვლავ აქტუალური რჩება სიღარიბესა და დისფუნქციურ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების საბაზისო და განვითარებაზე ორიენტირებული უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ორგანიზაცია, ადვოკატირების შედეგად, ქ. თბილისში, ქ. ოზურგეთსა და ქ. ლანჩხუთში ავლენს სხვადასხვა დისფუნქციის მქონე ბავშვიან ოჯახებს, აფასებს მათ საჭიროებებს და ახდენს მათ კონსულტირებას ან რეფერირებას შესაბამის უწყებებში, ადგილობრივი/ცენტრალური ხელისუფლების ადმინისტრირებულ პროგრამებში ჩართვის მიზნით. გარკვეულ შემთხვევები, როდესაც ოჯახი საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას (საკვები, ტანისამოსი, სასწავლო ნივთები, საყოფაცხოვრებო ინვენტარი), ორგანიზაცია მიმართავს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, ან საკუთარი/შემოწირული სახსრებით უზრუნველყოფს ოჯახებისთვის გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას. ოჯახების ძირითადი საჭიროებები დაკავშირებულია საბაზისო მოთხოვნილებების (საცხოვრებელი, ჯანმრთელობა, ტანისამოსი, საკვები) დაკმაყოფილებასთან, საგანმანათლებლო/სააღმზრდელო (ბაღი, ინკლუზიური განათლება, პროფესიული) პროცესებში, ასევე სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვასთან. მოცემულ პროცესში, მეტად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სისტემატიურად მოსახლეობისთვის ადგილობრივ/ცენტრალურ დონეზე არსებულ მხარდამჭერი სისტემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

ცხოვრება საოჯახო ტიპის სახლის შემდეგ

“გურია ნიუსი“ დაინტერესდა გურიაში მყოფი ახალგაზრდებით, რომლებმაც საოჯახო ტიპის სახლები უკვე დატოვეს და ცხოვრებას დამოუკიდებლად განაგრძობენ.

ირაკლიმ (სახელი რესპოდენტის თხოვნით შეცვლილია )საოჯახო ტიპის სახლი წელს 2019 წელს დატოვა, რადგან ის უკვე 18 წლისაა და უკვე დამოუკიდებლად ცხოვრებას უნდა მიეჩვიოს. წინ ბევრი საქმე აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე სურს, რომ „საზღვაოზე ჩააბაროს“.

“მეგობრების დატოვება ძნელი აღმოჩნდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. თან ჩემს დებთან და ძმებთან დავბრუნდი საცხოვრებლად. პირველი, რაც უნდა მომეგვარებინა, ეს იყო საცხოვრებელი სახლის ორი ოთახის გარემონტება. ამაში სოციალური სამსახურის აგენტი დამეხმარა და განცხადებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ, საიდანაც გარკვეული თანხა ჩამირიცხეს და ეს პრობლემა მოვაგვარე“, _ გვითხრა ირაკლიმ.

ახლა ირაკლის უმაღლესი განათლების მიღება სურს.

“ვაპირებ სწავლის გაგრძელებას და ვნახოთ, რა გამომივა. თუ სახელმწიფოსგან დაფინანსება (გრანტი) ვერ მივიღე, მაშინ, არ ვიცი, რა მოხდება. კარგი იქნება, ამ დროს სახელმწიფომ სწავლის ნახევარი მაინც დამიფაროს. თუ ასე არ მოხდება, მაშინ სწავლასთან ერთად მუშაობაც მომიწევს“, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ირაკლიმ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ზრუნვიდან გასული სრულწლოვანებიი ყველაზე მეტად საჭიროებენ საცხოვრებელ ადგილებს, დასაქმებას, სოციალურ პაკეტებს და განათლებას. 

“მაგალითად, ჩემ ირგვლივ ხუთ ახალგაზრდას ვიცნობ, რომლებმაც ვერ მოახერხეს უმაღლესი განათლების მიღება. ისინი თვითდასაქმებულები არიან და ასე ირჩენენ თავს“.

რა დახმარებებს იღებენ საოჯახო ტიპის სახლიდან წასულები

ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საოჯახო ტიპის სახლიდან წამოსულებისთვის _ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერიებში ერთჯერადი დახმარებაა გათვალისწინებული.

მათ მიერ წარდგენილი განცხადებების საფუძველზე სპეციალური კომისია ვითარებას სწავლობს, რის შემდეგ ხდება თანხის ჩარიცხვა.

“ამ პროგრამის ბენეფიციარები არიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, სახელწიფო ზრუნვის სისტემიდან, კერძოდ კი მინდობით აღზრდიდან და მცირე საოჯახო სახლებიდან სრულწლოვანების გამო ამორიცხული 18-24 წლის ახალგაზრდები, რომლებმაც სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში, სულ მცირე, 2 წელი გაატარეს. დახმარების თანხა განისაზღვრება 1500 ლარამდე“, _ გვითხრეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში.

ოზურგეთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში კი სახელმწიფოს ზრუნვის სისტემიდან გასულ 24-წლამდე ახალგაზრდებზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, საჭიროებიდან გამომდინარე, ერთჯერადი ფინანსურ დახმარება გაიცემა.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ლაშა ჯინჯიხაძემ “გურია ნიუსის“ კითხვაზე _ სახელმწიფო რა პროგრამებით ეხმარება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მცირე საოჯახო სახლებიდან მიდიან 18 წლის შესრულების შემდეგ? _ ასე გვიპასუხა:

“უშუალოდ “სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის” სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს სახელმწიფო მზრუნველობიდან გასული სრულწლოვანების მომსახურებებს. თუმცა ა(ა)იპ ასოციაცია „საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი“ და ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ ახორციელებენ  პროექტს, რომლის ფარგლებშიც  ფუნქციონირებს ახალგაზრდული სახლები, მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული სრუწლოვანებისთვის. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებული აღსაზრდელების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტოს სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგისა და აღმზრდელების/დედობილ/მამობილების  მიერ ერთობლივად ხდება ბავშვის მიდრეკილებებისა და შესაძლებლობების გამოკვეთა, პროფესიული და ყოფითი უნარების განვითარების ხელშეწყობა და  მისი ინტერესებისა და სურვილის გათვალისწინებით, პროფესიულ თუ უმაღლეს სასწავლებში სწავლების ხელშეწყობა.

ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვების თვითმოვლის და ცხოვრებისეული  უნარ-ჩვევების განვითარებას, თავისუფალი დროის სწორი ორგანიზების უზრუნველყოფას, არჩევანის გაკეთების და გადაწყვეტილების მიღების უნარ–ჩვევების განვითარებას, რაც ხელს უწყობს ბენეფიციარების სრულყოფილ პიროვნებებად ჩამოყალიბების პროცესს, ზრდის მათი დამოუკიდებლობის ხარისხს, რაც, თავის მხრივ, მომავალში  ხელს შეუწყობს თითოეული მათგანის ჯანსაღ სოციალურ ფუნქციონირებას. 

მცირე საოჯახო ტიპის სახლში განთავსებულ ბენეფიციარს 18 წლის ასაკის მიღწევის თვეს უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი მომსახურება იმავე ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებლისგან, რომლისგანაც იღებდა მომსახურებას წინა თვეს. ამასთან, თუ მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები ბენეფიციარი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე, მას უფლება აქვს, მიიღოს მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების თვის ჩათვლით პერიოდში იმავე ქვეპროგრამის მიმწოდებლისგან, რომლისგანაც იღებდა მომსახურებას 18 წლის ასაკის მიღწევის თვეს.

სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებულ ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ ისწავლონ პროფესიულ სასწავლებლებში, მათი სურვილისა და მიდრეკელების გათვალისწინებით.

საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, სოციალური პროგრამის ფარგლებში, ის სტუდენტები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან ან მინდობით აღზრდაში) ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში, სარგებლობენ სახელმწიფო სასწავლო გრანტით.“

ამონარიდები კვლევის შედეგებიდან

ამ ეტაპზე, რესპონდენტთა უმრავლესობა _ 51.2% დასაქმებულია. მათგან 42.7% დაქირავებული თანამშრომელია, ხოლო 8.5% _ თვითდასაქმებული. ნაწილი _ 29.3% პერიოდულად ყოფილა დასაქმებული, თუმცა, ამჟამად უმუშევარია. გამოკითხულთა 19.5% არასდროს ყოფილა დასაქმებული.

დასაქმებულ რესპონდენტთა ნახევარზე მეტი _ 54.1% მუშაობს მომსახურების სფეროში. მომსახურების სფეროს ობიექტებს წარმოადგენს: კაფე, რესტორანი, მაღაზია, დღის ცენტრი, კლუბი, ავტოშეკეთების პუნქტი, დასუფთავების სამსახური, ბავშვთა გასართობი ცენტრი, საკაბელო ტელევიზია, კომპიუტერული მომსახურების ცენტრი, სილამაზის სალონი, სამკერვალო და სახელოსნოები. დასაქმების მომდევნო _ ყველაზე გავრცელებულ სფეროებს წარმოადგენს მშენებლობა, სადაც დასაქმებულია რესპონდენტთა 16,4%, დაცვის სამსახური _ 9.8%. მხოლოდ ერთი  რესპონდენტი აღმოჩნდა დასაქმებული სამთავრობო სტრუქტურაში.

ახალგაზრდები დასაქმებულები არიან შემდეგ პოზიციებზე: მზარეული, მიმტანი, სტილისტი, მშენებელი, ოპერატორი ქარხანაში, კონსულტანტი სავაჭრო ობიექტში, მუშა, ხელოსანი, ანიმატორი, მოცეკვავე, მკერავი, ხელოსანი, გადია, დამლაგებელი და სხვა.

რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობა კმაყოფილია სამუშაო ანაზღაურებით, სამუშაო გარემოთი, დასაქმების ადგილებში თანამშრომლებისადმი დამოკიდებულებით, ასევე, თავად დამქირავებლის/დამსაქმებლის (დაქირავებული თანამშრომლის შემთხვევაში) მათდამი დამოკიდებულებით. ისინი კმაყოფილებას გამოხატავდნენ სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებითაც.

რესპონდენტთა იმ ნაწილიდან, რომელიც ამჟამად არ არის დასაქმებული, ნახევარს (50%) უცდია მუშაობის დაწყება სამთავრობო ან კერძო სტრუქტურებში/დაწესებულებებში; ხოლო მეორე ნახევარს – 40.5% არანაირი ძალისხმევა არ გაუწევია ამ მიზნით.

რესპონდენტთა იმ ნაწილს, რომელსაც არ უცდია დასაქმება, მიაჩნია, რომ ყველა შემთხვევაში უშედეგო იქნება სამსახურის ძიების პროცესი, ამიტომ არანაირი ქმედებისთვის არ მიუმართავთ. მცირე ნაწილი, ამის მიზეზად საოჯახო საქმიანობას ან სწავლას ასახელებს. ერთი რესპონდენტის მხრიდან მოტივაციის არქონა, სამსახურის მოძებნის თვალსაზრისით, შეზღუდული შესაძლებლობებითაა გამოწვეული, კიდევ ერთის _  მონასტერში ცხოვრებით.

ახალგაზრდები, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი, მიზეზად  ასახელებენ დაბალ ანაზღაურებას, არასაკმარის კვალიფიკაციას და მიუღებელ სამუშაო პირობებს. სტატისტიკურად მცირე პროცენტი სხვა გარემოებებზე მიუთითებს, როგორიცაა: დამსაქმებლის მიერ კადრის არასამართლიანად შერჩევა, საცხოვრებელი ადგილიდან დასაქმების ადგილის სიშორე, დედაქალაქში ცხოვრებისთვის და დასაქმებისთვის დამატებითი თანხების აუცილებლობა, ჯარში გაწვევა, ოჯახის წევრის მოვლა. 

რესპონდენტების ძირითადი ნაწილი _ 43.9%, ზრუნვის სისტემიდან გასვლის შემდეგ დაუბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახს; ამიტომ, ძირითადი ნაწილი დღეისათვის ცხოვრობს იმ საცხოვრებელში, სადაც ცხოვრობს ოჯახი. 6% ცხოვრობს საკუთარ სახლში, 4% _ ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდის “საქართველოს კარიტასი” ახალგაზრდულ საცხოვრისში; 4% _ ბარაკის ტიპის (ფიცრულ) საცხოვრებელში, 6% _ მონასტრის კელიაში, ხოლო 1% _ საერთო საცხოვრებელში.

ახალგაზრდების 45% ცხოვრობს ოჯახის კუთვნილ საცხოვრებელში, 31%-ის ოჯახს ბინა/სახლი აქვს ნაგირავები, 6% ახლობლის კუთვნილ საცხოვრებელში, რომელშიც არ იხდის საფასურს, მცირე პროცენტი დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტსა და მონასტერში. 

რესპონდენტების მიერ უმთავრეს პირად პრობლემად დასახელდა საკუთარი საცხოვრებლის არქონა (25.8%). შემდეგ საფეხურზეა სწავლის გაგრძელებისთვის საჭირო თანხის არარსებობა (22.7%), დასაქმება (21.1%), ურთიერთობის დამყარების/აღდგენის პრობლემა ოჯახის წევრებთან/ნათესავებთან (9.4%), ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემები (7.8%), დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის არქონა (3.9%), ქალაქში ცხოვრებისთვის საჭირო თანხა (2.3%).

ოჯახებში არსებული პრობლემებიდან, განსაკუთრებული სიმწვავით, გამოკითხულთა 27.9%-მა გამოჰყო არასაკმარისი ფინანსები, 14.4%-მა _ ოჯახის წევრების დასაქმება, 12.4%-მა _ საბინაო პირობები, 10.4%-მა _ კომუნალური გადასახადების გადახდა, 7.5%-მა _ მედიკამენტების შეძენა, 5.5%-მა _ ვალებისა და კრედიტების გადახდა, 5.0%-მა _ ოჯახში არსებული კონფლიქტები, 3.0%-მა ტანსაცმლის შეძენა, 3.0%-მა _ სამედიცინო მომსახურება.

ოთხი ძირითადი პრობლემა, რომელიც გაწუხებთ: რესპონდენტები მათი ოჯახების წინაშე მდგარი პრობლემებიდან განსაკუთრებული სიმწვავით გამოყოფენ არასაკმარის ფინანსებს (27.9%), ოჯახის წევრების დასაქმებას (14.4%), საბინაო პირობებს (12.4%), კომუნალური გადასახადების გადახდას (10.4%).

რეკომენდაციები სახელმწიფო უწყებებს

და ბოლოს, “გურია ნიუსი“, ასევე, დაინტერესდა: რეკომენდაციებს, რომელიც შეიმუშავეს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში კვლევის დასრულების შემდეგ, მოჰყვა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან პასუხის გაცემა.

“ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ სოციალური კომპონენტის მენეჯერის სალომე ჭიჭინაძის თქმით, რეკომენდაციები იქნა გაცემული შემდეგი უწყებებისთვის:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის; ადგილობრივი თვითმმართველობისთვის; სოციალურ მუშაკთა ასოციაციისთვის

“რაც შეეხება გამოხმაურებას, სახელმწიფო უწყებებს არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ კვლევის მიგნებების შედეგად გაწეული რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. აქვე დავსძენთ, რომ ორგანიზაცია, როგორც კოალიცია ‘’ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ საბჭოს წევრი ლობირებს აღნიშნულ რეკომენდაციებს სხვადასხვა პლატფორმაზე“, _ გვითხრა სალომე ჭიჭინაძემ.

სალომე ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, უნდა მოხდეს შემდეგ რეკომენდაციებზე რეაგირება _ შემუშავდეს სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართულებით სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტულ საკითხებს/კომპონენტებს სამიზნე ჯგუფის დახმარების მიმართულებით; დამოუკიდებელ ცხოვრებაზე გადასვლის ეტაპზე ტრანზიტული მხარდამჭერი მომსახურებების (ნახევრად დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურება, თავშესაფარი, დასაქმება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და სხვა) განვითარება  სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ახალგაზრდებისთვის; ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შეიმუშაონ ერთიანი სტრატეგიული მიდგომა, სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების მხარდასაჭერად, რათა მათ ხელი მიუწვდებოდეთ მუნიციპალიტეტის ადმინისტრირებულ სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

მზექალა შანიძე 100 წლის გახდა

10:31; 16 იანვარი, 2026
საზოგადოება

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სლოვენია დაამარცხა

22:23; 15 იანვარი, 2026
საზოგადოება

ComCom-მა „ფორმულა მულტიმედია” პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღებისთვის გააფრთხილა

21:25; 15 იანვარი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბაზარზე კიბოს გამომწვევი “ტყლარწი” გამოვლინდა

17:36; 15 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:55; 15 იანვარი, 2026

CNN-მა საქართველო საერთაშორისო ტურიზმისთვის ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად დაასახელა

ბალდის მონასტრის წინამძღვარს მეუფე პეტრეს მხარდაჭერის გამო მსახურება შეუჩერეს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

„მთვრალმა ღარიბაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ივანიშვილს, რომელიც ჩაუწერეს და მიუტანეს ბიძინას“ – შაიშმელაშვილი

11:26; 16.01.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

10:48; 16.01.2026
საზოგადოება

მზექალა შანიძე 100 წლის გახდა

10:31; 16.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ვერაფერს გამოაპარებთ                                                                                          

10:22; 16.01.2026
ზაფრანი

როგორ ზეგავლენას ახდენენ ქმრებზე ცოლები

10:19; 16.01.2026
ზაფრანი

რომელი ქვაა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის თილისმა

10:12; 16.01.2026
ზაფრანი

როგორ შეიქმნა ზოდიაქოს ნიშნები

10:09; 16.01.2026
სპორტი

ისტორიაში პირველად: საქართველოს წარმომადგენელი სპორტული წყვილი ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

10:06; 16.01.2026
სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა

10:00; 16.01.2026
საზოგადოება

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სლოვენია დაამარცხა

22:23; 15.01.2026
პოლიტიკა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიიღო

22:00; 15.01.2026
საზოგადოება

ComCom-მა „ფორმულა მულტიმედია” პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღებისთვის გააფრთხილა

21:25; 15.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო არის ევროპაში ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით

20:41; 15.01.2026
საზოგადოება

საქართველოს ბაზარზე კიბოს გამომწვევი “ტყლარწი” გამოვლინდა

17:36; 15.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:55; 15.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო