დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა. ოზურგეთელმა მეხანძრე-მაშველებმა პირველი სართულის გადარჩენა მოახერხეს. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, სახლში წლების მანძილზე არ ცხოვრობდნენ. სახლის მფლობელები მხოლოდ თხილის სეზონზე ჩამოდიოდნენ. ამ დროისთვის უცნობია მიზეზი, რამ გააჩინა ცეცხლი მიტოვებულ სახლში.































































