ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც 16 იანვარს გაიმართა, დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებრობრივი პირების სარგოები.
ეს და კიდევ ოთხი საკითხი ისე დამტკიცდა, არცეთ საკრებულოს წევრს კითხვა არ დაუსვამს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიული საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ მარიკა ჩხიკვიშვილმა თავისი სიტყვის გამოსვლის დროს აღნიშნა: „მუნიციპალიტეტში კვალიფიცირებულთა კადრების შენარჩუნებისა და ახალი მაღალკვალიფიციური პერსონალის მოზიდვას; თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და მოქალაქეებისათვის მოწოდებული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას; კორუფციული რისკების მინიმუმამდე დაყვანასა და ინსტიტუციური ნდობის გაძლიერებას. “
მანვე ისაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატების ხარჯების ანაზღაურებაზეც.
„წარმოგიდგენთ პროექტს , რომელიც ეხება ოზურგეთის საკრებულოს წევრის მიერ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ პროექტს, რომელიც ვფიქრობ თითოეული წევრისთვის მნიშვნელოვანია.
აღნიშნული ხარჯის ანაზღაურების ოდენობა იყო 935 ლარი და გახდება 1050 ლარი. აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია საკრებულოს წევრის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მოქმედი ხარჯთაღრიცხვის შეუსაბამობით საკრებულოს წევრის მიერ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დონესთან. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ, საკრებულოს თითოეული წევრი, გაცილებით მეტს აკეთებთ და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხარჯების შესაბამისი ანაზღაურება.“ – თქვა მარიკა ჩხიკვიშვილმა.
ხელფასების და დეპუტატების ანაზღაურების გაზრდის საკითხს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ასევე აღსანიშნავია, რომ სხდომას ორი ოპოზიციონერი ამჯერადაც არ ესწრებოდა.
ამავე თემაზე: – https://gurianews.com/ozurgethis-meriasa-da-sakrebuloshi-khelphasebi-izrdeba/






























































