საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, დესმონდ და ლია ტუტუს მემკვიდრეობის ფონდმა (Desmond and Leah Tutu Legacy Foundation) მზია ამაღლობელს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა.
“პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე, დესმონდ და ლია ტუტუს მემკვიდრეობის ფონდმა (Desmond and Leah Tutu Legacy Foundation) მზია ამაღლობელს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა.
მშვიდობის, სამართლის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური აქტივიზმის ხელშეწყობაზე მომუშავე ფონდმა დღეს განცხადება გაავრცელა და ურყევი სოლიდარობა გამოხატა მზია ამაზღლობელისა და ყველა იმ ჟურნალისტის მიმართ, რომლებიც განიცდიან ცენზურას, დევნას და ძალადობას”,_ ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.