გულსართად შესაძლებელია გამოვიყენოთ სოკო, სტაფილო ან კარტოფილი.
წვრილად დაჭრილ, მოხარშულ სოკოს, სტაფილოს ან კარტოფილს მოვაყაროთ სიფრიფანა ალყებად დაჭრილი ხახვი, უცხო სუნელი, ძირა, აუცილებლად _ სვანური მარილი, ზაფრანი, კამის ან ცერეცოს დაფქული თესლი და ავურიოთ კარგად. ცოტა კარტოფილის ფქვილიც მოვაყაროთ, კიდევ ერთხელ ავურიოთ და ჩავურთოთ კარგად აფუებულ ცომში. ცოტა ხანს მოგუნდავებული გავაჩეროთ. შემდეგ კი გავაბრტყელოთ ნახევრად და გამოვაცხოთ ჰაერღუმელში.