საჭირო მასალა: 10 ცალი ვაშლი, სამი ჭიქა შაქარი, სამი ჭიქა გადადუღებული ზეთი, ორი ჭიქა დაჭრილი ნიგოზი ან თხილი, ორი ჭიქა ქიშმიში, ცოტა მიხაკი და სოდა ძმრით, ოთხი ჭიქა ფქვილი.
ვაშლი გავხეხოთ, მერე დავამატოთ ყველა მითითებული ინგრედიენტი და ნელა ჩავუშვათ წინასწარ მომზადებულ, ცხიმწასმულ, ცხელ ყალიბში. გამოვაცხოთ ჰაერღუმელში, საშუალო ტემპერატურაზე, 40 წუთის განმავლობაში. როცა მზად იქნება, ზემოდან წავუსვათ კაკაოს მინანქარი, რომელიც ზეთით უნდა მოვამზადოთ.