ლოს ანჯელესის სამედიცინო ექპერტიზის ბიურომ ამერიკელი რეპერის, მაკ მილერის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დაასახელა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ექსპერტიზის ცნობით, მალკოლმ მაკკოლმიკის, იგივე მაკ მილერის გარდაცვალების მიზეზი კოკაინის, ფენტალინის და ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება გახდა.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის რეპერი საკუთარ სახლში 7 სექტემბერს გარდაცვლილი იპოვეს.
ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის ცნობით, ზედოზირების შედეგად ყოველდღე 200 ადამიანი იღუპება.
2016 წელს ზედოზირებით მომღერალი პრინცი, ხოლო 2017 წელს ლილ პიპი დაიღუპა.