https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„სამი ღამე ოლიმპიურ მედალთან ერთად მეძინა – მეშინოდა არ დამკარგვოდა“

10:31; 12.03.2023
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

იყო დრო, როდესაც საქართველოში ხელბურთი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. საერთაშორისო შეჯიბრებებზე, ასევე ყოფილი სსრკ-ის ჩემპიონატის შეხვედრებისას თბილისის სპორტის სასახლე ბოლომდე ივსებოდა. ქართული ხელბურთი ქვეყანაში წამყვან პოზიციებზე იმყოფებოდა.

სპორტის ამ სახეობაში ბოლო წარმატებები წინა საუკუნის 70-80-იან წლებს უკავშირდება, როდესაც თბილისის „ბურევესტნიკმა“ სსრკ-ის პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა. ამავე პერიოდში ქვეყნის თასის დაუფლებაც შევძელით.

დღევანდელი წერილის მთავარი გმირი გამოჩენილი ხელბურთელი ალექსანდრე ანპილოგოვი იქნება, რომელიც საკუთარ კარიერას თავადვე გაიხსენებს.

„სიმაღლეში ზრდის პრობლემა არ მქონია, თუმცა წონას ვერ ვიმატებდი – 194 სანტიმეტრი სიმაღლის ვიყავი, მაგრამ მხოლოდ 46 კილოს ვიწონიდი. ექიმები მშობლებს ეუბნებოდნენ, დისტროფია სჭირს და მისგან სპორტსმენი არ გამოვა, იმაზე იზრუნეთ ჯანმრთელი გაიზარდოსო.

ჩემი უფროსი და, რაისაც სპორტსმენი იყო – ხელბურთს თამაშობდა. ბავშვობაში რაისა ჩემზე ფიზიკურად ძლიერი იყო და ყოველთვის მშურდა მისი. რაია ჩემზე ცხრა წლით უფროსი იყო… ერთხელ, მორიგი ტურნირიდან შინ დაბრუნებულმა, სახლში ხელბურთის ბურთი მოიტანა. მაშინ პირველად ავიღე ეს ბურთი ხელში. მეორე დილით ჩემმა დამ მთხოვა, ეზოში გამოდი, უნდა ვივარჯიშო და დამეხმარეო – კარში ჩამაყენა და ბურთის სწროლა დამიწყო. პირველი გამიტანა, მეორე კი თავში მომარტყა და კინაღამ გონება დავკარგე! გავბრაზდი, განახებ ვინაა ოჯახში კაცი-მეთქი და ვარჯიში დავიწყე. პირველად „ჩაჯდომა” ვცადე – ჩემი და ამ ვარჯიშს 50-ჯერ ასრულებდა, მე კი მეთორმეტეზე გული წამივიდა… მოკლედ, ძალიან სუსტი ვიყავი.

ხელბურთზე მეგობრებთან ერთად მივედი – გარი მაჭავარიანს მივაკითხეთ. მწვრთნელმა შემომხედა, სამედიცინო ცნობა მომთხოვა, არ მქონდა და თავი გააქნია – უარი მითხრა, მეგობრები კი მიიღო. ძალიან დამწყდა გული, ტრიბუნაზე მჯდარს ცრემლიც მომერია. ეტყობა ბატონ გარის შევეცოდე და მოედანზე მიხმო, თუმცა მითხრა: იცოდე, შენნაირს მოედანზე რომ ვუშვებ, ამის გამო შეიძლება დამიჭირონო… 14 წლის ვიყავი მაშინ და იმ დღის შემდეგ ხელბურთისთვის არ მიღალატია.

პირველ წლებში მხოლოდ ფიზიკურ მომზადებაზე ვზრუნავდი, აბა სიმაღლე, ხომ გითხარით, არ მაკლდა. 1970 წელს, სკოლას რომ ვამთავრებდი, მოსწავლეთა საკავშირო ჩემპიონატში გავიმარჯვეთ. ეს ჩემი პირველი გასვლა იყო საქართველოს გარეთ – ლიტვაში ვითამაშეთ. მე მხოლოდ სამ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა და ერთი გოლი გავიტანე, ერთხელაც პენალტი ვერ გამოვიყენე. მალე პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი გავხდი – „ბურევესტნიკში” მიმიწვიეს. იქ დიდებული ხელბურთელები ჯემალ ცერცვაძე, იმედო ფხაკაძე და ანზორ ექსეულიძე მავარჯიშებდნენ, რომლებიც კარიერას ასრულებდნენ. თავდაპირველად მათი კეთილგანწყობა ვერ მოვიპოვე, არადა იმ დროს ორ მეტრზე მაღალი ვიყავი.

1973 წლის ზაფხული ბიძაშვილთან ერთად ზღვაზე გავატარე – აფხაზეთში ვისვენებდი. ის კარგი მოკრივე იყო და დილაობით სანაპიროზე ვარჯიშობდა. მეც ავყევი: ქვიშაში სირბილში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, ზღვაში ქვის შორს გადაგდებაზე, ცურვაში… მოკლედ, ლამის ორთვიანი შეკრება გამომივიდა. თბილისში რომ დავბრუნდი, გუნდთან ერთად სპორტის სასახლეს მივაშურე, მაგრამ ეტყობა ჩემზე ხელი ჰქონდათ ჩაქნეული – ყურადღებას არავინ მაქცევდა. შევნიშნე, რომ მოედნის ცენტრთან რამდენიმე ბურთი ეგდო. ერთ-ერთს დავწვდი და კარისკენ ვისროლე. ავაცილე. მეორედ და მესამედ უკეთ გამომივიდა. უცებ ვიგრძენი, რომ დარბაზში სიჩუმე გამეფებულიყო – მოვიხედე და თურმე ყველა მე არ მიყურებს! ერთ-ერთი მწვრთნელი მომიახლოვდა და მთხოვა კიდევ დამერტყა. ვიგრძენი, რომ სხვა თვალით მიყურებდნენ და ამან ძალა შემმატა. ის დღე იყო და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა – სხვა საშა ანპილოგოვი გავხდი. მალე „ბურევესტნიკის” ძირითადშიც დავმკვიდრდი.

სხვათა შორის, „ბურევესტნიკში” რომ მივედი, ქართულად კარგად ვერ ვლაპარაკობდი. ბიჭები დამეხმარნენ და ნელ-ნელა ენა ამოვიდგი.

1975 წელს, საკავშირო ჩემპიონატის მორიგი ტურის წინ ზაპოროჟიეში შევიკრიბეთ. სასტუმროში ნაკრების ხელმძღვანელებიც მოვიდნენ და გუნდის კანდიდატებზე ისაუბრეს. ცსკა-ს მწვრთნელმა იური პრედეხამ თქვა, ჟენია ჩერნიშევი ორ მეტრზე მაღალია და გუნდში უნდა ავიყვანოთო. იმ დროს ორ მეტრზე მაღლები ხელბურთში იშვიათობა იყო. იქვე ჩემმა მწვრთნელმა იმედო ფხაკაძემ დასძინა, თუ ერთი ორმეტრიანი აგყავთ, მეორემ რა დააშავა, აგერაა ანპილოგოვი და მასაც უხმეთო. ამის თქმა იყო და დარბაზში ხარხარი გაისმა. დაცინვა ვითაკილე და დარბაზიდან გავედი. ბატონი იმედო, რომელიც მაშინ „ბურევესტნიკის” მწვრთნელი იყო, გამომყვა და ჩემს გამხნევებას შეეცადა. მითხრა, შენ ოღონდ გული არ გაიტეხო, მოინდომე, ბევრი იმუშავე, ნახე, ნაკრებში მალე თავად დაგიძახებენო.

იმ ზაფხულს ლესელიძეში ვისვენებდი, თუმცა ვარჯიში არ შემიწყვეტია: ისევ ქვიშაში სირბილი, სიმძიმეების აწევა… სხვათა შორის, რბენას და ხტომას ვიქტორ სანეევი მასწავლიდა, რომელიც იქვე, სოხუმში ცხოვრობდა. „დინამოს” ბაზაზე ჩვენთან ერთად ვარჯიშობდნენ მოჭიდავეები. ლეგენდარულმა გივი კარტოზიამ იმედო ფხაკაძეს უთხრა, ამდენი ვარჯიშით საშას მოკლავ ან საუკეთესო სპორტსმენად აქცევო.

თბილისში დაბრუნებული ვგრძნობდი, რომ ფიზიკურად უკეთ ვიყავი მომზადებული. მალე საქართველოს რესპუბლიკის ნაკრების სახელით საკავშირო სპარტაკიადაზე ვიასპარეზეთ, სადაც მესამე ადგილზე გავედით. მე ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მაღიარეს. ამას თბილისის საერთაშორისო ტურნირი მოჰყვა გაზეთ „ზარია ვოსტოკას” პრიზზე. პირველ შეხვედრაში, თუ არ ვცდები, ცხრა ბურთი შევაგდე, მომდევნოში 11. საბოლოოდ ბომბარდირთა შორის მეორე ვიყავი – მხოლოდ პოლონელმა ეჟი კლემპელმა მაჯობა. არ გასულა ერთი თვეც და მოსკოვიდან დამირეკეს – ნაკრების ხელმძღვანელობა მეძახდა.

ნაკრებში პირველი შეხვედრა ავსტრიასთან ჩავატარე. მთელი პირველი ტაიმი სათადარიგოთა შორის ვიყავი, შესვენების შემდეგ კი მწვრთნელებმა მოედანზე შემიშვეს, მაინც ვაგებთ და მიდი, გვაჩვენე რა შეგიძლიაო. დავიწყე ტყორცნები და გოლი გოლზე გავიტანე. ერთ მომენტში მეტოქე მეუხეშა, მაგრამ ტრავმის მიუხედავად მაინც ვერ გამაჩერეს. საბოლოოდ ოთხი ბურთით მოვიგეთ. მას შემდეგ წლების მანძილზე გუნდის წევრი ვიყავი.

1976 წელს, მონრეალის ოლიმპიური თამაშების წინ მთავარ ფავორიტებად რუმინელები ითვლებოდნენ, იმ დროისთვის მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონები. ოლიმპიადამდე მათ ოთხჯერ ვეთამაშეთ ამხანაგურად და ყველა შეხვედრა წავაგეთ. მიუხედავად ამისა, გვჯეროდა, რომ იქ, ოლიმპიადაზე ჩემპიონობის ძალიან კარგი შანსი გვქონდა. ჯგუფური ტურნირის სტარტზე ორჯერ იოლად გავიმარჯვეთ – იაპონიას 26:16, კანადას კი 25:9 მოვუგეთ. მომდევნო შეხვედრაშიც თავდაჯერებულები გავედით, მაგრამ იუგოსლავიელებმა ორი ბურთით მოგვიგეს – 18:20. მერე გერმანელებსაც ვაჯობეთ და დანიელებსაც… ფინალში ჩვენს „კარგ ნაცნობებს” – რუმინელებს დავუპირისპირდით. კარგად ვითამაშეთ, მთელი შეხვედრის მანძილზე ჩვენ ვფლობდით უპირატესობას, თუმცა უკანასკნელ ხუთ წუთში სიტუაცია შეიცვალა – მეტოქემ იძალა და ანგარიში გაათანაბრა. სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი, როცა ჩვენი მწვრთნელი ანატოლი ევტუშენკო მოვიდა და მითხრა, ეხლა მოედანზე გახვალ, ბიჭებს დააწყნარებ და გოლს გაიტან! იცოდე, ვინც პირველი შეაგდებს, ჩემპიონიც ის გახდებაო… მეც მეტი რა მინდოდა?! თამაშში ჩართულმა მალე ბურთი ეფექტურად შევაგდე, საბოლოოდ კი 19:15 მოვიგეთ და ოლიმპიური ჩემპიონები გავხდით!

ვერ ვიტყვი, რომ ოქროს მედლების მოგება დიდი ზარ-ზეიმით აღვნიშნეთ. მსგავსი არაფერი ყოფილა. ისე, სამი ღამე ოლიმპიურ მედალთან ერთად მეძინა – მეშინოდა არ დამკარგვოდა.

თბილისში დაბრუნებულს მამამ გამარჯვება მომილოცა, თუმცა იქვე მირჩია, ეხლა მეტი თავმდაბლობა გმართებს და ეცადე ეს გამარჯვება დაივიწყო, ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ შენ ბევრისთვის სამაგალითო ხარ და არ შერცხვეო. ის სიტყვები ამდენი წლის შემდეგაც მახსოვს.

მედლებთან დაკავშირებულ ერთ სახალისო ამბავს გავიხსენებ, რომელიც ირიბად, მაგრამ მამის დარიგებასთანაცაა კავშირში. 1976 წლის სექტემბერში თბილისში „დინამოს” სტადიონი გაიხსნა და როგორც ოლიმპიური ჩემპიონი, მეც მიმიპატიჟეს. ვიფიქრე, ოლიმპიური მედალი როგორ არ უნდა გამოვაჩინო-მეთქი და მასთან ერთად თუ რამე ჯილდო მქონდა მოგებული, სამი-ოთხი მედალი, ყველაფერი ჩამოვიკიდე. მივედი სტადიონზე და ვიქტორ სანეევს შევხვდი, მთელი მკერდი ჯილდოებით აქვს სავსე! გავეხუმრე, სახლში მედლები არ დატოვე-მეთქი?! ვიქტორმა სერიოზულად მიპასუხა, ამათ გარდა 40 კილომდე ჯილდოები ჩემოდანში მაქვს ჩალაგებულიო… შემრცხვა. ვიფიქრე, ჩემი რამდენიმე მედალი ამ კაცის ტიტულებთან რა მოსატანია-მეთქი და მას შემდეგ მსგავს შეხვედრებზე ჯილდოებით მკერდდამშვენებული არასდროს მივსულვარ.

მონრეალის ოლიმპიური თამაშების მერე მსოფლიოს საუკეთესო ხელბურთელთა შორის მასახელებდნენ. სხვათა შორის, ორჯერ მსოფლიო ნაკრებშიც ვითამაშე!

1980 წელს, მოსკოვის ოლიმპიადაზე უკვე მთავარი ფავორიტები ვიყავით. ეს ორი მიზეზით იყო განპირობებული: ჯერ ერთი რომ თამაშები საბჭოთა კავშირში ტარდებოდა, მეორეც – იმ დროისთვის მართლა ძალიან ძლიერები ვიყავით. მიუხედავად ამისა, მაინც მეორე ადგილზე გავედით, რაზეც დღემდე გული მწყდება. მაშინაც ვთვლიდი და ეხლაც იმ აზრზე ვარ, რომ ფინალში ჩვენი წაგება მთავარი მწვრთნელის ანატოლი ევტუშენკოს ბრალია. ის ნიჭიერი სპეციალისტი კი იყო, მაგრამ განდიდების მანიით გახლდათ შეპყრობილი. ამის გამო ხშირად ექმნებოდა პრობლემები.

მონრეალის მსგავსად, მოსკოვის ოლიმპიადაც ძლიერად დავიწყეთ. ჯგუფში მხოლოდ ერთხელ წავაგეთ – რუმინეთთან 19:22, თუმცა ფინალის საგზური მაინც ჩვენ დაგვრჩა. გადამწყვეტ შეხვედრაში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებს ვხვდებოდით. პირველ ტაიმში მართლა უნაკლოდ ვითამაშეთ, შვიდი თუ რვა ბურთით მოვიგეთ და შესვენებაზე გულდამშვიდებულები გავედით. ამ დროს კი ევტუშენკო გასახდელში აღელვებული შემოვიდა, თან პარტაქტივი ახლდა. ბიჭებს შავი დღე გვაყარა, იცოდეთ, ჩემი ტაქტიკით თუ არ ითამაშებთ, ციმბირი უკან დაგრჩებათო! გაგვთათხა და დაგვემუქრა! მწვრთნელის ასეთმა საქციელმა ხასიათი წაგვიხდინა. მეორე ტაიმში ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ მწვრთნელის „გონივრული დარიგების” შემდეგ კონცენტრაცია დავკარგეთ, ამის შედეგად უპირატესობა თვალსა და ხელს შუა შემოგვეცალა და საბოლოოდ ფინალი 22:23 წავაგეთ.

მწვრთნელმა ვერც ბანკეტზე მოისვენა, კვლავ საყვედურებით აგვავსო. ერთ მომენტში ვერ მოვითმინე და შევეპასუხე. ამას მოჰყვა ის, რომ მწვრთნელმა გუნდიდან ამომაგდო, თან, ჩემს გარდა ყველამ მიიღო სახელმწიფო ჯილდო. ევტუშენკო არც შემდგომში აპირებდა ნაკრებში ჩემს მიწვევას, მაგრამ მწვრთნელთა საბჭომ უკან დახევა მოსთხოვა და 1982 წელს კვლავ გუნდში მიხმო. იმ წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ!

ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაც მოვიგე და მსოფლიო ჩემპიონატიც, მაგრამ „ბურევესტნიკის” შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონი ვერ გავხდი. გული როგორ არ მწყდება, მაგრამ იცით რა არის? მიუხედავად არაერთი მიპატიჟებისა, თბილისიდან წასვლა არ მიფიქრია – მეგობრების, ოჯახის, ჩემი მშობლიური ქალაქის მიტოვება მიჭირდა.

შეეძლო თუ არა „ბურევესტნიკს” მეტის მიღწევა? როგორ გითხრათ, ალბათ კი. კარგი შემადგენლობა გვყავდა: გია ნარიმანიძე, ზაზა დოლიძე, ვახტანგ და გიორგი ბერიაშვილები, ამირან კომახიძე, ალექსანდრე ნავროზაშვილი, ამბერკი ტაბიძე, ჯემალ ბარამიძე… სამჯერ გავხდით საკავშირო ჩემპიონატის პრიზიორები – მესამე ადგილზე გავედით, თასიც მოვიგეთ, აი ჩემპიონობამდე კი ვერ მივედით. იცით რატომ? მთელი სეზონი რვა-ცხრა კაცის მხრებზე გადადიოდა, ეს კი პირველობის მიწურულს საქმეს გვირთულებდა. მოწინავე კლუბებს თითქმის სრულფასოვანი სათადარიგო შემადგენლობა ჰყავდათ.

„ბურევესტნიკის” შემადგენლობაში უამრავი თამაში მაგონდება, ბევრი გამარჯვება, მაგრამ იმ თამაშს გავიხსენებ, რომელშიც დავმარცხდით – ალიტუსში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბოლო ტური იყო, კიევის არმიელებს ვეთამაშებოდით. იმ გუნდის ორივე მეკარე, იშჩენკო და კოჩერგინიც საბჭოთა კავშირის პირველი ნაკრების წევრები იყვნენ. მე მხოლოდ პირველ ტაიმში ვითამაშე, შესვენების შემდეგ ტრავმის გამო ვეღარ გავედი. ტაიმი 21:22 წავაგეთ. ამ 21 გოლიდან 19 მე გავიტანე! იშჩენკო და კოჩერგინი ლამის ყოველ ორ წუთში ცვლიდნენ ერთმანეთს, მაგრამ არაფერმა უშველათ. ისე, იშჩენკო ყველაზე ძლიერ მეკარედ მიმაჩნია მათ შორის, ვის წინააღმდეგაც მითამაშია. თუმცა, მე ის ბევრჯერ გამიმწარებია.

ხშირად მეკითხებოდნენ ცხრამეტრიანიდან გოლი როგორ გაგაქვთო. პატარა საიდუმლო მქონდა: ცოცხალ კედელში ყოველთვის ფსიქოლოგიურად სუსტს ვეძებდი, მას, რომელიც თავის გუნდს უმტყუნებდა. დავინახავდი თუ არა ასეთს, მეც იქით ვუშვებდი ბურთს. როგორ ვარჩევდი მსხვერპლს? თვალის ერთი შევლებით, გუმანით ვგრძნობდი, ვინ გატყდებოდა.

დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი, თუმცა ცხოვრებამ მალე კვლავ ხელბურთს დამაკავშირა. ერთხელ, რაღაც საქმეზე მოსკოვში ჩასული, გერმანელ მენეჯერს გერდ ბუცეკს შევხვდი. წლების წინ ის საკავშირო ნაკრებში მუშაობდა. ერთმანეთის ამბები რომ გავიგეთ, მე კი იმ დროს ორივე მუხლზე მენისკი მაწუხებდა, ბუცეკმა გერმანიაში მიმიწვია საოპერაციოდ. ჩავედი, თუმცა მარტო და ამის გამო მოგვიანებით ძალიან ვინანე. სანამ ოპერაციის დრო მოვიდოდა, ბუცეკმა ადგილობრივ კლუბში „ლანდცხუტში” თამაში შემომთავაზა – ძველ ხელობას გაიხსენებო. გერმანელებთან შესაძლო კონტრაქტის შესახებ მეუღლეს რომ ვუთხარი, დამემუქრა, იცოდე, ხელშეკრულებაზე უარს თუ იტყვი, ფანჯრიდან გადავხტები და ცოცხალს ვეღარ მნახავო. 90-იანი წლების დასაწყისია, ხომ გახსოვთ რა სიტუაცია იყო მაშინ საქართველოში? ერთი სიტყვით, ხელბურთს დავუბრუნდი, თუმცა ოპერაციის შემდეგ თამაში დავასრულე.

ცოტა ხანში მეექვსე ლიგის ერთ-ერთი კლუბი „მილბერჰოფენი” ჩავიბარე. გერმანიაში ხელბურთის 12 ლიგაა და ხუთ წელიწადში იმდენი მოვახერხე, რომ ჩემი კლუბი მესამე ლიგაში აღზევდა. მერე სპონსორი დავკარგეთ და ფინანსური პრობლემები შეგვექმნა. 2000 წელს საბერძნეთში გადავედი დროებით – ქალთა ნაკრები ჩავიბარე. იქ დიდხანს არ გავჩერებულვარ და ისევ გერმანიაში დავბრუნდი. ასე, ნელ-ნელა დავმკვიდრდი ამ ქვეყანაში. მალე ოჯახიც ჩამოვიდა და მას შემდეგ გერმანიაში ვცხოვრობ, ჩემი პატარა ბიზნესი მაქვს“.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

ალექსანდრე ანპილოგოვი
გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა

12:14; 14 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10 სექტემბერი, 2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს დაუბრუნდა – ცნობილია, სად იასპარეზებს ქართველი ძალოსანი

10:24; 6 სექტემბერი, 2026
სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი მოიგო

00:45; 1 სექტემბერი, 2026

„მსაჯმა თამაშის დაწყება რომ მანიშნა, გავაქანე და პირდაპირ მას გავარტყი!“

„პილპილი“

ყველა სიახლე

პოლიტიკა

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

18:02; 14.09.2026
სამართალი

შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს

16:35; 14.09.2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ

15:19; 14.09.2026
ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14.09.2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14.09.2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14.09.2026
პოლიტიკა

გელა გელაძე – პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ

12:42; 14.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

12:40; 14.09.2026
სამართალი

უმძიმესი ავარია მცხეთაში – დაღუპულია 2 ადამიანი, არიან დაშავებულებიც

12:19; 14.09.2026
საზოგადოება

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

12:16; 14.09.2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა

12:14; 14.09.2026
პოლიტიკა

კომისიის ახალი თავმჯდომარე და სამ მილიონზე მეტი ღირებულების პროექტები _ ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის საკითხები

12:05; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო