სამხედრო დიეტა აერთიანებს დაბალკალორიულ და ქიმიურად თავსებად საკვებს. ორივე ერთად კი უმოკლეს დროში გასაოცარ შედეგს იძლევა. სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ეს დიეტა, სხვა დიეტებთან შედარებით, საკმაოდ ხანმოკლე დროში, საშუალებას გაძლევთ მიაღწიოთ სასურველ შედეგს, არც იმ საფრთხის წინაშე გაყენებთ, რომ თქვენი ნივთიერებათა ცვლის პროცესი შენელდება.
თუ სამხედრო დიეტას მთელი თვის მანძილზე დაიცავთ, გამოვა, რომ წონაში 15 კილოგრამამდე დაიკლებთ.
პირველი დღე
საუზმე
ნახევარი გრეიფრუტი
ერთი ნაჭერი გახუხული პური
2 სუფრის კოვზი მიწისთხილის კარაქი
1 ფინჯანი ჩაი ან ყავა
ლანჩი
1/2 თინუსი
ერთი ნაჭერი გახუხული პური
ერთი ფინჯანი ჩაი ან ყავა
სადილი
სამი ნაჭერი ხორცი
ერთი თეფში მწვანე ლობიო
ნახევარი ბანანი (ან სხვა ხილი)
მთლიანი ვაშლი
ერთი ფინჯანი ნაყინი (ვანილის ნაყინი ყველაზე დაბალკალორიულია)
მეორე დღე
საუზმე
1 ცალი კვერცხი
ნახევარი ბანანი (ან სხვა ხილი)
ერთი ნაჭერი გახუხული პური
ლანჩი
ერთი ცალი მოხარშული კვერცხი
ხუთი ცალი ორცხობილა
ერთი ფინჯანი ხაჭო
სადილი
ორი ცალი ჰოთ-დოგი (სასურველია ფუნთუშა არ იყოს ტკბილი)
ნახევარი თეფში სტაფილო
ერთი თეფში ბროკოლი
ნახევარი ბანანი (ან სხვა ხილი)
ნახევარი ფინჯანი ვანილის ნაყინი
მესამე დღე
საუზმე
ერთი ნაჭერი ჩედერის ყველი
ხუთი ცალი ორცხობილა
მთლიანი ვაშლი
ლანჩი
ერთი ცალი მოხარშული კვერცხი
ერთი ნაჭერი გახუხული პური
სადილი
ერთი თეფში თინუსი
ნახევარი ბანანი
ერთი ფინჯანი ვანილის ნაყინი
ოთხდღიანი პაუზის შემდეგ გაიმეორეთ დიეტა. თუ მეტის დაკლება გსურთ და ამავდროულად ფორმაში ყოფნაც, კვების ამ რაციონთან ერთად ფიზიკურ აქტივობასაც მიმართეთ.
შეგიძლიათ ახლო-მახლო არსებულ პარკში გაისეირნოთ საღამოობით, ასევე უარი თქვათ ლიფტზე და კიბეზე ფეხით იაროთ.