ადამიანების უმეტესობა დილაობით, სახლიდან გასვლის წინ, ფინჯანი ყავის „გადაკვრით“ და უგემურად „გადაყლაპული“ ბუტერბროდით კმაყოფილდება. ამიტომ 11-12 საათისთვის შიმშილი მთელი თავისი ძალაუფლების გამოყენებით იწყებს შემოტევას.
სწორედ ასეთი შემთხვევისთვის ბევრს შოკოლადი, ნამცხვარი, ან უკიდურეს შემთხვევაში ჩიპსები აქვს შემონახული. ზემოთდასახელებული პროდუქტების შეცვლა უფრო სასარგებლო პროდუქციით შეიძლება.
- ხაჭო და იოგურტი
ეს რძემჟავა პროდუქტი იდეალურია შუადღის, ანუ მეორე საუზმისთვის. მისით წახემსების შემდეგ თქვენ გარანტირებულად მიიღებთ ცილისა და კალციუმის დიდ დოზას, რაც დაგეხმარებათ ნევროზულობისა და გაღიზიანების მოხსნაში. გარდა ამისა, ერთიც და მეორეც ამაგრებს საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს და კეთილისმყოფელ ზემოქმედებას ახდენს თვალის სისხლძარღვებზე.
- ხილი და ბოსტნეული
განსაკუთრებით სასარგებლოა ასეთი წახემსება სადილსა და ვახშამს შორის. რადგან სწორედ დღის მეორე ნახევარშია აუცილებელი უჯრედშორისი ნივთიერების, ვიტამინებისა და ადვილად შესათვისებელი ნახშირწყლების დამატებითი მიღება.
- თხილი და კაკალი
მათი მირთმევა სასარგებლოა ნებისმიერ დროს. ისინი წარმოადგენენ მცენარეული ცილების წყაროს, რაც დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმის ენერგეტიკულ ბალანსზე. მიწის თხილი სტიმულს მისცემს და გააწონასწორებს თქვენს ნერვულ სისტემას. კაკალი აუმჯობესებს მეხსიერებას და დაგეხმარებათ რთული ინფორმაციის ათვისებაში. თხილი გაგიმაგრებთ იმუნურ სისტემას, ნუში კი აუმჯობესებს მხედველობას და აქტიურს ხდის ტვინის მუშაობას.
- ხმელი ხილი
ის ძალიან უხდება როგორც გონებრივად, ისე ფიზიკურად მომუშავეებს. დოფამინი, რომელსაც შეიცავს ინდისხურმა (ფინიკი), აზროვნების პროცესს ააქტიურებს და შრომისუნარიანობას ზრდის. გარგრის ჩირი მხნეობას მატებს და ხელს უწყობს ცხიმების წვას ორგანიზმში. ქიშმიში ამაგრებს გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებს. შავი ქლიავის ჩირი კი განაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც მავნე ნივთიერებათა წარმოებაშია დასაქმებული. ის ორგანიზმიდან გამოდევნის მძიმე ლითონების მარილებს და შთანქავს თავისუფალ რადიკალებს, რომელთა დაგროვება ორგანიზმში იწვევს სიმსივნეს.
ავტორი