სამტრედია- ვანის საავტომობილო გზაზე დღეს დილით მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.
შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა ვანის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, გვარად როხვაძე. მისი შვილები, 8 წლის და 14 წლის ვაჟები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ,,ჯეო ჰოსპიტალსის ” სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში, დაახლოებით, 11 საათისთვის გადმოიყვანა. 8 წლის ბიჭი საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი შემოიყვანეს, ხოლო 14 წლის ვაჟი მრავლობითი ტრამვით კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.
ავტორი