კვირას, 12 სექტემბერს, სამტრედიაში, სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ეზოში ,, ნაციონალურ მოძრაობას” სამტრედიის მუნიციპალიტეტში მერისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა ჰქონდა დაანონსებული. თანხმობა მალევე უარით შეიცვალა, რასაც პარტიის ლიდერების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში საკუთარი ფეისბუქის გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
“ზეგ, სამტრედიაში წარდგენა გვქონდა დაგეგმილი მერის და მაჟორიტარობის კანდიდატების. გადავაგზავნეთ ადგილმდებარეობის ნებართვაზე წერილი, კერძოდ, ნიკო ნიკოლაძის მუზეუმის ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიაზე “ოცნება” მუდმივად ატარებს წარდგენას და შეხვედრებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით. მოგვივიდა თანხმობა, მაგრამ 5 წთ ჩვენს ორგანიზაციას დაურეკეს და უთხრეს, რომ შეიცვალა პირობა და მუზეუმი უნდა დაიხუროს. კოვიდის შემთხვევები იქ დაფიქსირებული არ არის. პოლიტიკური ნიშნით შევიწროებაზე საქმის კურსშია ეუთო/ოდირის მისია საქართველოში. წარდგენას მაინც ჩავატარებთ! ვერავის დაჩაგრავთ. ყველაფერს დაგიფიქსირებთ”, _ წერს დეკანოიძე.
[sexy_author_bio]