დღეს სამტრედიაში, წარსულში ცნობილი მოჭადრაკის რეზო შანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჭადრაკის ღია ჩემპიონატი ჩატარდა. ჭადრაკის ჩემპიონატში ერთმანეთს სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების მოჭადრაკეები დაუპირისპირდნენ.
ჩემპიონატში მაღალ ასაკობრივ ჯგუფში პირველი ადგილის მფლობელი ჭადრაკის მწვრთნელი ბესო ლეჟავა გახდა, მეორე ადგილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, კობა ძიძიგურმა, ხოლო მესამე ადგილი რეზო შანიძის ვაჟმა, თამაზ შანიძემ დაიკავეს.
რაც შეეხება პატარებს, აქ შედეგები ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი- მარიამ გოთოშია, მე-2 ადგილი-ანა ბელთაძე. ტურნირი ტრადიციულია და მას ყოველწლიურად ორგანიზებას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია უწევს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ჭადრაკის ტურნირის გამარჯვებულებს შეხვედრის ბოლოს წარმატებები მიულოცა. ტურნირის მიმდინარეობას თვალს ადევნებდნენ რეზო შანიძის ოჯახის წევრები. დღეს ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილეს დემეტრე თევზაძეს თასი და სიგელი სწორედ რეზო შანიძის ვაჟმა, თამაზ შანიძემ და შვილიშვილმა, სანდრო შანიძემ გადასცეს.
ავტორი