ესპანეთის ქალაქ სანტა სუზანაში ესპანეთის ნაციონალური ჩემპიონატი გაიმართა კიოკუშინკაი კარატეში, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული კარატისტები მონაწილეობდნენ.
მათ შორის იყვნენ სამტრედიის კიოკუშინკაი კარატეს კლუბის წევრები, კლუბის პრეზიდენტი, სენსეი მიხეილ ქანთარია. ესპანეთის საერთაშორისო ჩემპიონატის პრიზიორები დღეს, 25 მარტს გამოვლინდნენ.
სასიხარულოა, რომ სამტრედიას ორი პრიზიორი ჰყავს: თამარ დვალიშვილმა დაიკავა მეორე ადგილი, ხოლო თეკლა რუხაძემ დაიკავა მესამე ადგილი.
ავტორი