დავით ინასარიძემ სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშის მკურნალის სახელობის საჯარო სკოლა წელს წარჩინებით დაამთავრა.
ეროვნულ გამოცდებზე მან სამი სავალდებულოს ნაცვლად ოთხი საგანი ჩააბარა.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში 40 ქულა აიღო, ინგლისურში კი უმაღლესი, 70 ქულა.
დავითი ამ დღეებში მათემატიკისა და ისტორიის შედეგებს ელოდება.
ნიჭიერ ახალგაზრდას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპიუტერული პროგრამირების ფაკულტეტზე უნდა ჩაბარება.
ავტორი