სამტრედიის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო – სააღმზრდელო პროცესი 19 სექტემბერს დაიწყო. დღეის მდგომარეობით 24 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სიით 1030 აღსაზრდელი ირიცხება.
,, წინა წლებთან შედარებით საბავშვო ბაღებში ბავშვთა რაოდენობა შემცირებულია, რასაც კოვიდ პანდემიას და მისგან გამომდინარე შეზღუდვებს ვუკავშირებ. შარშან უფრო გვიან დავიწყეთ სააღმზრდელო პროცესი. წელს არ გვაქვს შეზღუდვები. 24- ვე საბავშვო ბაღი გავხსენით. მათ შორის არის სოფელ ნაბაკევის ბაგა-ბაღი, რომელიც მეორე წელია, ახალ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში იღებს აღსაზრდელებს. ბავშვთა კონტიგენტი კონკრეტულ საბავშვო ბაღში გაზრდილია, გამომდინარე იქიდან, რომ შენობა უნიკალურია და აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე მოთხოვნას. ველოდებით სხვა დანარჩენ ბაგა- ბაღებში ბავშვთა რაოდენობის ზრდას,”– ,, გურია ნიუსთან” კომენტარში განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა, ხათუნა გაგუამ.
ავტორი