მძიმე სენის შედეგად, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა პოპულარული ტრიო ,,სიმების” სოლისტი დავით კოპალეიშვილი.
26 აგვისტოს სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში, რომლის ფოიეშიც დავით კოპალეიშვილი სამი საათის განმავლობაში ესვენა, საყვარელ მომღერალთან გამოსამშვიდობებლად თითქმის მთელი სამტრედია მოსულიყო.
სწორედ დავით კოპალეიშვილის შთაგონებით შეიქმნა ხის დამამუშავებელ კომბინატში ტრიო ,,სიმები”, რომელიც თავიდანვე შეიყვარა არა მარტო ქართველმა, არამედ უცხოურმა მსმენელმა.
ერთი წლის ტრიო ,,სიმებს” სამტრედიაში ვარსკვლავი გაუხსნეს, რასაც დავით კოპალეიშვილი ესწრებოდა. სამგლოვიარო პროცესიაზე გამოსულმა ადამიანებმა უკანასკნელად მიაგეს პატივი და ბოლო გზაზე მხურვალე ტაშით გააცილეს სამტრედიის ბულბულად აღიარებული მომღერალი.
დავით კოპალეიშვილი თავისი დიდი კაცობისა და კულტურის სფეროში მიღებული დამსახურებებისთვის სამტრედიის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
ავტორი






























































