საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია კარიერას „სან-ხოსე ერსქვეიქში“ აგრძელებს.
როგორც ცნობილია, ის გუნდში სათამაშოდ „ვიტესიდან“ გასულ თვეს გადავიდა.
„სან-ხოსე ერსქვეიქმა“ საიტზე, გუნდის მსარდამჭერებისადმი გურამ კაშიას მიმართვა გამოაქვეყნა.
როგორც კაშია ამბობს, გუნდს დაეხმარება რამდენადაც შეძლებს.
გვერდზე, ასევე, გურამ კაშიასა და „სან ხოსე ერსქვეიქის“ პირველი ერთობლივი ვარჯიშის ფოტოები გავრცელდა.