ეს იყო ყველაზე საოცარი დამთხვევა მსოფლიოში. უელსის ნაპირზე-მენაის ყურეში ჩაიძირა სამი გემი, დაახლოებით, 100 წლის დაშორებით.
პირველი გემი ჩაიძირა 1664 წლის 5 დეკემბერს, 81 მგზავრიდან, რომელიც გემზე იმყოფებოდა გადარჩა მხოლოდ ერთი ადამიანი – ნეკი ჰიუ უილიამსი.
1785 წლის 5 დეკემბერს, ზუსტად 121 წლის შემდეგ იმავე ყურეში კვლავ ჩაიძირა გემი და ისევ დაიღუპნენ ადამიანები, გარდა ერთი ადამიანისა, რომლის სახელიც იყო ჰიუ უილიამსი.
ის რომ ორი გემი იძირება იგივე რიცხვსა და თვეში შეიძლება შემთხვევითობად ჩათვალო, მაგრამ როდესაც ორივე შემთხვევაში ერთი ადამიანი გადაურჩება სიკვდილს და ორივე ჰიუ უილიამსია, ეს უკვე მისტიკის სფეროა. მაგრამ ისტორია ამით არ დამთავრებულა.
1860 წლის 5 დეკემბერს ისევ ამ ადგილას იძირება. ამჯერად მომცრო გემი, რომელზედაც 21 მგზავრი იმყოფებოდა და ისევ ერთი ადამიანი გადაურჩა სიკვდილს–სახელი და გვარით ჰიუ უილიამსი.
ავტორი