დღეს, ქალაქ ოზურგეთში, საახალწლო ღონისძიება იმართება.
საღამოს აინთება მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით საახალწლო პროგრამა 14:00 საათიდან დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება: აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, დაჯილდოვდებიან ოზურგეთელი საპატიო მოქალაქეები და დასრულდება საზეიმო ფოიერვერკით.
რამდენიმე წუთის წინ მომღერალმა თიკა ბალანჩინმა და ანსამბლმა “გორდელამ” რეპეტიაცია გაიარა.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით ასევე საზეიმო კონცერტზე ადგილობრივი ანსამბლები, “ფორტე” და კახაბერი მიიღებენ მონაწილეობას.