საპენსიო სააგენტოს დირექტორმა დღეს საინვესტიციო საბჭოს სრული შემადგენლობა წარადგინა.
უკვე ცნობილია, რომ საბჭოს საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი უხელმძღვანელებს, მისი მოადგილის თანამდებობას კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უფროსი მრჩეველი დაიკავებს.
,,საუბარი იყო კაპიტალის ბაზრის სიტუაციაზე საქართველოში. ასევე განვიხილეთ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მონახაზი და ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რა გეგმებითაც იმუშავებს მომავალი ორი დღის განმავლობაში და მომავალში დისტანციურად – საინვესტიციო საბჭო“. – აცხადებს ლევან სურგულაძე.
საპენსიო სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში დეტალურად იქნება გაწერილი ვადები თუ როდის დაიწყება აკუმულირებული თანხების ინვესტირება.
,,კანონის თანახმად საპენსიო დანაზოგები შექმნის მხოლოდ დაბალ რისკიან საინვესტიციო პორტფელს და ასეთი საინვესტიციო დოკუმენტები საქართველოში დღეს არის“. – აღნიშნა ლევან სურგულაძემ.(R)