მამაკაცი, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ტულონში სავარაუდოდ ცოლმა მოკლა, 31 წლის მარად სურმანიძეა. დაკავებული ქალი კი 28 წლის ლანა ხუნწარიაა.
მოკლულის მეზობლები ადასტურებენ რომ კონფლიქტი ცოლ-ქმარს შორის ხშირად ხდებოდა.
ცოლ – ქმრის კონფლიქტს ადასტურებენ ბრალდებული ქალის ოჯახშიც. 28 წლის ლანა ხუნწარიას დედა “მთავარ არხს” უყვება, რომ მისი შვილი ხშირად იყო ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, თუმცა კონკრეტულად რა მოხდა მკვლელობის დღეს, სავარაუდო ვერსიებზე საუბარი უჭირს.
წყვილს ხუთი შვილი ჰყავს, ბავშვები ამჟამად თავშესაფარში არიან. ქმრის მკვლელობაში ბრალდებული კი ტულონში, დროებითი მოთავსების იზოლატორშია.
გავრცელებული ინფორმაციით, 5 შვილის დედამ, ქმარი, მარედ სურმანიძე, სავარაუდოდ, თოკით გაგუდა, რადგან დაღუპულს დაზიანებები კისრის არეში აქვს. ირკვევა, რომ ის გასული წლის აგვისტოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. შესაბამისი პროცედურები დაიწყო, თუმცა, მალევე გაუქმდა, რადგან დაზარალებულმა საბოლოოდ, ძალადობა უარყო. წყვილის ხუთივე შვილი თავშესაფარშია გადაყვანილი. დანაშაული ქალაქ ტულონში მოხდა.