შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, 3 ადამიანი შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, 11 დღეა შიმშილობს. ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ გახდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ექიმებმა ადგილზე გაუწიეს.
აქციის მონაწილე ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.მას ამ წუთებში კვლევები უტარდება.