გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობა შეაჩერა.
აღნიშნულ ინიციატივას მხარი 93-მა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ დაუჭირა, 24 – წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 56-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა.
რუსეთისთვის წევრობის შეჩერების საფუძვლად სახელდება, უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ, „ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევის შესახებ ცნობები“.