საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი უმნიშვნელოვანესი და უმძიმესი გამარჯვებით დახურა. ქართველმა კალათბურთელებმა ურთულეს და დრამატულ ბრძოლაში ტოპ-მეტოქეს, ესპანეთის ეროვნულ გუნდს სძლიეს — შეხვედრა ჩვენი გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 91:89 დასრულდა.
ამ გამარჯვების მთავარი გმირი ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია გახდა. მან 37 ქულა მოაგროვა და ოფიციალურ შეხვედრებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული რეკორდი დაამყარა.
შენგელიას ლიდერობითა და გუნდური ბრძოლის წყალობით, ქართველმა კალათბურთელებმა მორიგი პრინციპული მატჩი ჩაიწერეს აქტივში და მსოფლიო პირველობის შესარჩევი ეტაპის ეს რაუნდი ეფექტურად დაასრულეს.






































































