დღეს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მეოთხე მატჩს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.
ბულგარეთთან საშინაო გამარჯვების შემდეგ, ავთანდილ ასათიანის გუნდი მეტოქეს ამჯერად სტუმრად, ქალაქ პლოვდივში დაუპირისპირდება.
ბულგარეთთან საპასუხო შეხვედრაში ნაკრებს შოთა თოფურია უბრუნდება, რომელმაც თბილისური მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. საქართველოს ნაკრები ბულგარეთში 15 ფეხბურთელით გაემგზავრა.
სამი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 6 ქულით მეორე ადგილზეა. ევროპის ჩემპიონატის საგზურს მეინ რაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, საგზურისთვის ბრძოლას პლე-ოფში გააგრძელებს.