საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალურ პლატფორმა X-ზე განცხადებას ავრცელებს.
“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს იმ იმედით, რომ მომავალი პროცესები ვენესუელელი ხალხის ინტერესების შესაბამისად განვითარდება. იმის გათვალისწინებით, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, გამოვთქვამთ იმედს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევს, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო, მეუღლესთან ერთად შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს, – ამის შესახებ წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.



































































