მეუფე ზენონ იარაჯულის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომაზე კენჭისყრა მიმდინარეობს.
ცნობისთვის, სინოდის წევრები, დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ.
სხდომას 39 მღვდელმთავრიდან 38 ესწრება. დღევანდელ სხდომაზე არ იმყოფება წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი).





































































