როგორც ცნობილია, 21 სექტემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს საქართველოს ნაკრების და „მილანის“ ლეგენდები ამხანაგურ მატჩს გამართავენ
მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე, TKT.ge-ზე დაიწყება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.
მატჩი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით ტარდება.