2023 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით საქართველოში ჯამში 1 647 629 ავტომობილია რეგისტრირებული.
საქსტატის ახალ პორტალზე automobile.geostat.ge გამოქვეყნებული მონაცემებით, ყველაზე მეტი ავტომობილი თბილისშია რეგისტრირებული. დედაქალაქში რეგისტრირებული მანქანები რაოდენობა ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების 37.5%-ს შეადგენს.
უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოში 1 563 165 ავტომობილი იყო რეგისტრირებული. 1000 კაცზე კი 418 ავტომობილი მოდიოდა
რეგიონების რეიტინგი ავტომობილების განაწილების მიხედვით, ასეთია:
- თბილისი – 619 006;
- იმერეთი – 213 959;
- ქვემო ქართლი – 165 152;
- კახეთი – 148 851;
- აჭარა – 134 642;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 107 389;
- შიდა ქართლი – 97 813;
- სამცხე-ჯავახეთი – 66 098;
- მცხეთა-მთიანეთი – 44 268;
- გურია – 39 440;
- რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთი – 11 011;
ამავე პორტალზე წარმოდგენილია ავტომობილის TOP-5 მოდელი, რომელიც დღეისთვის ქვეყანაში ყველაზე მეტი რაოდენობითაა რეგისტრირებული როგორც მსუბუქ, ასევე სამგზავრო ავტომობილებში, ასეთია
- Ford Transit – 49 177
- Toyota Prius – 45 637
- Opel Astra – 37 128
- VAZ 21063 – 23 105