მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზზე წერს.
„ჯერჯერობით, თბილი ტანისამოსის შენახვა – ისევ ნაადრევია… საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლო დღეები საკმაოდ დატვირთული იქნება, რაც ატმოსფერული ფრონტების უწყვეტი ცვლილებით იქნება გამოწვეული.
არსებულ ანტიციკლონს, რომელიც ხვალაც მზიან ამინდს განაპირობებს 18 აპრილის დღის ბოლოდან – კვლავ ციკლონთან არსებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები შეცვლის, ამიტომაც 19-20 აპრილს საქართველოში ამინდი შეიცვლება, მოსალოდნელია წვიმა, ელჭექით, რომელიც ზოგან შესაძლოა ლოკალურად ინტენსიური იყოს, სეტყვის რისკით.ასე რომ გაითვალისწინეთ – ძლიერი ცვალებადობის კვირა გველოდება, რაც იდეალურად შეესაბამება აპრილის ტიპურ კაპრიზულ ამინდს. ციკლონსა და მაღალი წნევის ხანმოკლე მატებას შორის რყევა გვაიძულებს, ხელთ გვქონდეს როგორც ქოლგები, ასევე მზის სათვალე…“ _ წერს მეტეოროლოგი სოციალურ ქსელში.





































































