ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში, მოსახლეობის 18%-ს, ყოველ მეხუთე მოქალაქეს, ოჯახისთვის სამყოფი საჭმლის ფული არ აქვს. ყველაზე მეტს, 36%-ს აქვს ფული კვებისა და საჭმლისთვის, თუმცა არ აქვს საშუალება შიეიძინოს თანსაცმელი ან ძვირადღებული საყოფაცხოვრებო ნივთები. და ყველაზე ცოტას, მხოლოდ 2%-ს აქვს საშუალება შეიძინოს ყველაფერი, რას ოჯახისთვის სჭირდება.
აღნიშნული კვლევის მიხედვით, ყოველი მეორე ადამიანი ამბობს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში, ყოფილა შემთხვევა, როცა კომუნალურების გადასახდელად საკმარისი ფული არ ჰქონია.
ორგანიზაციის ცნობით, ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, პატარა ქალაქებსა და სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრებთ და 55+ ასაკის მოქალაქეებს ყველაზე მეტად უჭირთ. NDI-ის გამოკითხვა 2022 წლის 3-20 დეკემბერს ჩატარდა და 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%-ია. კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა.
ავტორი