სიის სათავეში ვერძები მოხვდნენ 87%-ით.
როგორც გაირკვა, ვერძ მამაკაცს გააჩნია უნარი, საკუთარ თავზე აიღოს ქალზე პასუხისმგებლობის და ზრუნვის საკითხი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მან ზუსტად იცის, რომ “ცალ კარში” არ უხდება თამაში. ამასთან ერთად, ვერძი საკმაოდ გულუბრყვილო და ალალი ტიპაჟია. შესაბამისად, მასთან თქვენი წარსულის “დახურულ თემად” გამოცხადებაც მარტივად გამოგივათ.
ლომი – 77% – ლომები ბუნებით იდეალისტები არიან. ამიტომ ქალი, რომელიც მისი გულის დაპყრობას მოახერხებს, მშვიდად უნდა იყოს მომავალში. ლომისთვის თუ დედოფალი გახდით, იგი არაფრის დიდებით არ ჩაანაცვლებს თქვენს კანდიდატურას საეჭვო წარმომავლობის მქონე სეფექალებით. ამას გარდა, ლომი მამრი გულუხვი, კეთილი და დიდსულოვანია, ყოველთვის უზრუნველგყოფთ ფინანსურად და არც სითბო მოგაკლდებათ მის გვერდით. ოღონდ თქვენ ხანდახან მისი მეფური გამოხდომებიც უნდა აიტანოთ.
კურო – 76% – კუროების უმრავლესობა მეოჯახე და მზრუნველია. ამიტომ გასაკვირი არც არის ის ფაქტი, რატომ დაიკავა კურომ საპატიო ადგილი იდეალური მამრების სიაში. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კურო მიწის სტიქიის წარმომადგენელია. ამიტომ იგი ვერძივით არ გაგანებივრებთ განუსაზღვრელი ბიუჯეტით და სასურველი ნივთების შესაძენად ყოველთვის მასთან მოგიწევთ შეთანხმება.































































