საპარლამენტო იუმრავლესობის წევრ არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სასამართლომ კიდევ ერთი კარგი საქმე გააკეთა ამ ქვეყანაში, ოპოზიციამ, რომელიც საძებარი იყო, როგორც იქნა დაიწყო პარლამენტში სიარული.
„უნდა ითქვას, რომ სასამართლომ კიდევ ერთი კარგი საქმე გააკეთა ამ ქვეყანაში. ოპოზიცია, რომელიც საძებარი იყო, სხდომებზე არ დადიოდნენ, 8 თვე ბოიკოტში იყვნენ, შემდეგ აცდენდნენ ყველა სხდომას, დებატებში არ მონაწილეობდნენ და მინისტრის საათს არ ესწრებოდნენ, როგორც იქნა დაიწყო პარლამენტში სიარული. იმედია, რომ 2024 წლის შემოდგომის ჩათვლით ეს ოპოზიცია ასე ივლის სხდომებზე“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.