მძიმე ავარია მოხდა აბაშაში, სოფელ წყემთან.
როგორც ადგილიდან “გურია ნიუსს” აცნობეს, შეჯახების შედეგად, ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოყირავდა.
“საშინელებაა… ერთი მანქანა სულ ამოყირავებულია… ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს”,_ გვეუბნება წყარო.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.