ტრაგედია სამეგრელოში – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 21 წლის მამაკაცი მდინარეში დაიხრჩო. უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცს ფეხი დაუცურდა და თავი დაარტყა. იგი ადგილზე დაიღუპა.
“საშინელი ტრაგედია ტრიალებს, დედისერთაა”, _ ამბობენ ადგილობრივები.
ცხედარი საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.
გარდაცვლილი ადგილობრივი მკვიდრია.