როგორც უკვე ვწერდით, ხონში ავარიის შედეგად ორი პირი დაიღუპა.
“გურია ნიუსისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც წყარო გვიყვება, გარდაცვლილი ახალგაზრდები სოფელ გუბიდან იყვნენ.
“საშინელი ტრაგედია ტრიალებს… გარდაცვლილი ახალგაზრდები თანასოფლელები არიან. რეზი და და დათო, ორივე კარგი ადამიანი”,- გვეუბნება წყარო. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 9 იანვარს, სოფელ გუბში მოხდა. რა გახდა ავარიის ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
როგორც შსს-ში “გურია ნიუსს” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.