ბოლო მოდის კედის ტარება არ არის კარგი ჩვენი ფეხებისთვის.
ჰაერის ბალიშებით ამაღლებული ეს ლანჩიანი ფეხსაცმელი სპორტისთვისაა შექმნილი: ის სირბილის ან ხტომის დროს დაცემას ამსუბუქებს.
თუ ხშირად ვატარებთ მას, ფეხი საკმარისად არ მუშაობს და ფეხისგულის კანქვეშა ქსოვილი ზიანდება.
ცხიმის ფენა, რომელიც ფეხის გულს ფარავს, ბუნებრივი ამორტიზატორის როლს ასრულებს და ერთგვარ დამცავ “ლანჩას” ქმნის. როცა ის თავის ფუნქციას აღარ ასრულებს, ნელნელა თხელდება და შეიძლება სრულიად გაქრეს.
შედეგად ფეხები უფრო მგძნობიარე ხდება და ამიტომ მრავალი დაზიანების მსხვერპლი შეიძლება გახდეს. კარგ ფეხსაცმელს 2-3 სანტიმეტრის სიმაღლის ქუსლი უნდა ჰქონდეს – რათა თქვენი კოჭი ფეხისგულთან მიმართებაში მართ კუთხეს ქმნიდეს.