რუსეთში, დასავლეთ ურალში, ქალაქ იჟევსკში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. აღნიშნულ ინფორმაციას RT ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, კორპუსის დანგრევს გაზის გაჟონვის შედეგად გამოწვეულ აფეთქებას უკავშირებენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე უდმურტიის რესპუბლიკის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ბრეჩალოვი მივიდა.
მისი თქმით, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. ნანგრევებიდან კი მაშველებმა 2 ადამიანის ამოყვანა შეძლეს და მათ მკურნალობენ.
როგორც ცნობილია, ნგრევის შედეგად 30-ზეტი სახლი დაზიანდა.
ახლომდებარე კორპუსებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.
სამაშველო სამუშაოებში 400-ზე მეტი მაშველია ჩართული.