მეგობრები და კოლეგები ტრაგიკულად დაღუპულ ოპერატორს, მიშო ბიძინაშვილს ემშვიდობებიან.
„საშინელი ტრაგედია ჩვენთვის… ყველასთვის…“;
“საუკეთესო ბიჭი აღარ გვყავს”;
„საშინელი ტრაგედიაა, მიშოს ოჯახის, მეგობრების ტკივილს ვიზიარებ. ვუსამძიმრებ იმედელებს, განსაკუთრებით ჟურნალისტს რომელიც მისი გადაღებული მასალის მოლოდინში იყო”;
„საუკეთესო მასალა რომ გადაეღო, რისკზე წავიდა, არ შეეშინდა, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს უდიდესი ტრაგედიის მსხვერპლი გახდა, მიშო…“ _ წერენ სოციალურ ქსელში.