ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ, Rai-სთან ინტერვიუში “ნაპოლისა” და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
ადანის თქმით, “პარტენოპეიმ” ხვიჩა კვარაცხელიას ნოა ოკაფორით ჩანაცვლებით, უდიდესი შეცდომა დაუშვა.
“ვინ მოიგებს სკუდეტოს? ის, ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, სერია A-ს გამარჯვებულის ვინაობას რამდენიმე ფაქტორი გადაწყვეტს.
რაც შეეხება “ნაპოლის”, კონტეს სურდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია სათანადო ფეხბურთელით შეეცვალა. ანტონიო ბრწყინვალედ მუშაობს და უდიდეს სამუშაოს ასრულებს. დე ლაურენტისმა კონტეს სახით კლუბში შესანიშნავი სპეციალისტი მიიყვანა. მაგრამ აურელიო არათანმიმდევრულად მოქმედებს, შეუძლებელია კვარაცხელია ოკაფორით შეცვალო.
წარმოიდგინეთ “ნაპოლი” კვარაცხელიასთან ერთად, არ ვფიქრობ, რომ დე ლაურენტისი ამ სიტუაციაში მართალია, რადგან მან გუნდის საუკეთესო მოთამაშე შუა სეზონში დაკარგა”, – განაცხადა ადანიმ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დაახლოებით €70-75 მილიონ ევროდ შეუერთდა და დედაქალაქურ კლუბთან ხელშეკრულება 2029 წლამდე გააფორმა.
წყარო: sportall.ge