“გურია ნიუსის” წყაროს ექსკლუზიური ინფორმაციით, საბერძნეთის ერთ–ერთ ციხეში 35 წლის ქართველი დაიღუპა.
წყაროს თქმით, მამაკაცი 20 სექტემბერს, დილით საკანში ნახეს გარდაცვლილი.
“როგორც ამბობებენ, სავარაუდოდ, გული გაუსკდა. მამაკაცი იმერეთიდან იყო და საბერძნეთში რამდენიმე წელი ჰქონდა მისჯილი.
ალბათ, მალე გადმოასვენებენ სამშობლოში“, _ ამბობს წყარო.