თბილისში, ისანში მომხდარ საზარელ ტრაგედიასთან” დაკავშირებით, “გურია ნიუსისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი გვიყვება, ტრაგედია გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
“საშინელი ტრაგედია მოხდა… ერთ-ერთი ვერსიით, კაცმა ცოლ-შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვით, შესაძლოა, შემთხვევის დროს შვილი გადმოვარდა, ხოლო ამის შემდეგ მშობლებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.
გარდაცვლილები უცხოეთის მოქალაქეები არიან. სხვა დეტალები არ ვიცი”, _ გვეუბნება წყარო.
როგორც “გურია ნიუსს” შსს-ში განუცხადეს,პირველადი ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, სუიციდს უკავშირდება.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.






























































