ერთ -ერთ ჩვენ ჩვევას განეკუთვნება საღეჭი რეზინის მირთმევა. ძნელი წარმოსადგენია, რომ მას ჩვენთვის რაიმე ზიანის მოყენება შეუძლია, თუმცა სულ ტყუილად ფიქრობთ ასე.
მცირე დროით მისი დაღეჭვა, სრულიად უვნებელია, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც გამუდმებით საღეჭი რეზინი უდევთ პირში. მისმა ყოველდღიურმა მოხმარებამ, პირველ რიგში, შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს კბილებს. ღეჭვისას იზრდება ნერწყვის გამოყოფა, რაც დროთა განმავლობაში მინანქრის განლევას იწვევს.
გარდა ამისა, ხდება კუჭის წვენის მომეტებული რაოდენობით გამოყოფა, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ანთება ან წყლული მომნელებელ ტრაქტში. სწორედ ამიტომ, კარგი იქნება, თუ ჭამამდე საღეჭი რეზინის გამოყენებისგან თავს შეიკავებთ.
ყველაფერთან ერთად, ლორწოვანი გარსის საშუალებით სისხლში გადადის ორგანიზმისათვის მავნებელი ინგრედიენტები, მაგალითად, ასპარტამი, რომელიც ტოქსიკური ნივთიერებაა და სრულიად ჯანმრთელი ადამიანისთვისაც კი მისი ჭარბი რაოდენობით მიღება, საზიანო ხდება.




































































