ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ჭაჭიეთში მოსახლეობის ნაწილს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ტრანსფორმატორის დაზიანება გახდა.
“40-მდე ოჯახს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ავარიულად დაზიანდა ტრანსფორმატორი. დილას განახლდება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენითი სამუშაოები, გაფუჭებულ ტრანსფორმატორს ახალი ტრანსფორმატორით ჩავანაცვლებთ”,_ განუცხადეს “გურია ნიუსს” “ენერგო- პრო ჯორჯიაში”.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, მაღალი ძაბვის მოვარდნის შედეგად მოსახლეობას მცირედი ზიანი მიადგა, თუმცა მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა არ დაზიანებულა.