წყვილები სქესობრივ ურთიერთობას უფრო ადრე იწყებენ, ვიდრე მათ შორის ღრმა ემოციური კავშირი ჩამოყალიბდება. აღნიშნულ ინფორმაციას Armenia news კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კვლევა ურთიერთობების შესახებ როჩესტერის უნივერსიტეტმა და IDC Herzliya-მ ჩაატარეს.
კვლევის მიხედვით, სექსუალური სურვილი მთავარ როლს თამაშობს ხალხის შესაძლებლობებში შექმნან პოტენციურ პარტნიორთან ემოციური კავშირი.
ფსიქოლოგების თქმით, ემოციური კავშირის დამყარების მცდელობაში სქესს მნიშვნელობა არ აქვს.
„სექსუალური ურთიერთობა ქმნის სცენას ორ უცნობს შორის ემოციური კავშირის გასაღრმავებლად“,_ამბობენ პროფესორები.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ როდესაც სექსუალური სისტემა აქტიურდება ადამიანი მზრუნველობის ნიშნებს გამოხატავენ პოტენციური პარტნიორის კეთილდღეობის მიმართ, რაც არის იმის სიგნალი, რომ მათ აინტერესებთ ურთიერთობა.