საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სემეკის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა კომისიის წევრმა, მაია მელიქიძემ. მხარეებს შორის თანამშრომლობის მიზანია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის მიმართულებით.
ხელმოწერის ღონისძიებაზე მაია მელიქიძემ ისაუბრა მემორანდუმის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმ პირებთან, რომლებიც დაინტერესებულნი იქნებიან საქართველოში საქმიანობითა და ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეფორმების შესახებ პროფესიულ წრეებში, ბიზნესსა და ზოგადად, მოსახლეობაში ინფორმირებულობის დონის ამაღლებით.
საქართველოში უცხოელი დონორების დახმარებით მიმდინარეობს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში რეფორმების მხარდაჭერის აქტივობები. რეფორმა გათვალისწინებულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით, ევროკავშირის დირექტივებითა და საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით (DCFTA). (R)