როგორც უკვე ვწერდით, რამდენიმე წუთის წინ სენაკში, სოფელ ნოსირთან ავარია მოხდა _ ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა.
ერთი მგზავრი ადგილზე დაიღუპა, 4 კი დაშავდა.
გარდაცვლილი ადგილობრივი მკვიდრია.
დაშავებულები ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადებს კლინიკებში გადაჰყავთ.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.